ამანათის მიტანის სერვისი
- ამანათის მიღება არის შესაძლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
- ამანათის ადრესატამდე მიტანას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია.
- ამანათს მიიღებთ შეკვეთის გაფორმებიდან მაქსიმუმ 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო გუნდის ეკიპირების შესყიდვისას, ამანათის მიღების ვადასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით საიტის ადმინისტრაცია.
- ამანათს მიიღებთ თქვენს მიერ მოწოდებულ მისამართზე. თუ გსურთ ისარგებლოთ ამანათის მიტანის სერვისით, გთხოვთ, პროდუქციის შესყიდვისას სწორად მიუთითოთ თქვენი მისამართი, რათა თავიდან ავირიდოთ ამანათის მიტანის დროში გაჭიანურება ან სხვა პრობლემები.
- მიტანის სერვისი ფასიანია და თბილისის მასშტაბით შეადგენს 5 ლარს, ხოლო საქართველოს რეგიონების მასშტაბით - 10 ლარს.
- თუ კურიერს მისამართზე არ დახვდებით ამანათის მოწოდების დროს, მოქმედებს საკურიერო კომპანიის სტანდარტული პროცედურები. კარზე დაგიტოვებენ შეტყობინებას, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია თუ როგორ უნდა მიიღოთ ამანათი. ამანათის არ აღების შემთხვევაში, ის დაუბრუნდება store.gafa.ge-ს
ონლაინ გადახდა
- ონლაინ გადახდა უზრუნველყოფილი არის TBC ბანკის მიერ.
- ონლაინ გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa ან MasterCard ბარათით.
- გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ დაზიანებული ამანათი და არ გსურთ მისი ახლით ჩანაცვლება. ასეთ შემთხვევაში, დღის 12 საათამდე ნივთის დაბრუნების მოთხოვნით, გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: store@gafa.ge.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ - თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამანათის მიღებისთანავე, კურიერის თანდასწრებით აღმოაჩინეთ, რომ ამანათი დაზიანებულია და არ გსურთ მისი ახლით ჩანაცვლება. სხვა შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.
- ჩვენ არ ვინახავთ პირად მონაცემებს ბარათის შესახებ.
ნივთის უკან დაბრუნება
- მყიდველის მიერ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმუმ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში შევცვლით პროდუქციას ახლით, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა დააბრუნოს პროდუქტი, რის შემდეგაც 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში აუნაზღაურდება გადახდილი თანხა.
- გაითვალისწინეთ, ამანათი უნდა გაიხსნას და შემოწმდეს კურიერის თანდასწრებით. თუ ნაკლს აღმოაჩენთ მოგვიანებით ან თუ შესყიდული პროდუქცია დაზიანდა და ნაკლოვანი გახდა მყიდველის ბრალეულობით, ასეთ შემთხვევაში, მყიდველს თანხა არ დაუბრულდება და არც შესყიდული ნივთი შეიცვლება.
- ნივთის დაბრუნების მოთხოვნით, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: store@gafa.ge
- შეკვეთილი პროდუქციის მისამართზე მიღებამდე დაუშვებელია მყიდველის მიერ შეკვეთის გაუქმება. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნდება გადახდილი თანხა.
კონფიდენციალურობის ხელშეკრულება
ვებ-გვერდის მომხმარებელთა მონაცემი გროვდება და ინახება ვებსერვერზე 6 თვის ვადით, ე.წ. ლოგების სახით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მონაცემები შეინახება მხოლოდ პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით. მიღებული ინფორმაცია არ გამოიყენება მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისთვის, მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ სტატისტიკური ანალიზისთვის, ასევე, შესაძლო ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენისა და ვებ ადმინისტრირების მიზნებისთვის. ვებ-გვერდის მიერ დამუშავებული არცერთი მონაცემი არ გადაეცემა მესამე მხარეს. ვებ-გვერდზე მომხმარებელთა სტუმრობისას, სერვერზე ფიქსირდება ვებ-გვერდზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი.
ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ტექნიკური შეფასების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის სერვისს. აღნიშნული სერვისი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის (ძიების შინაარსი, ვებ-გვერდის ესა თუ ის განყოფილება და სხვა) შესახებ. მაგალითად, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა ვებ-გვერდზე წვდომა, ვებ-გვერდზე სტუმრობის ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა. ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნით და ტექნიკურ დონეზე მომხმარებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ჩვენ ვებ-გვერდზე „მზა ჩანაწერები“(Cookies) გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით.
„მზა ჩანაწერების“(Cookies) მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ვიზიტორის მიერ ვებ-გვერდზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქალაქიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე გაეცნო სტუმარი ინფორმაციას, მიიღო თუ არა მონაწილეობა გამოკითხვაში და ვებ-გვერდზე ტექნიკური ხასიათის პრობლემას ხომ არ ჰქონდა ადგილი.
ვებ-გვერდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს მისი პირადი ელ-ფოსტით, რათა მიიღოს განახლებული ინფორმაცია ჩვენი ღონისძიებების, ფასდაკლებებისა და სხვა აქტივობების შესახებ. ამ მიზნისთვის ვებ-გვერდის მეშვეობით ხორციელდება მომხარებლის სახელის, გვარის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის და მისამართის შეგროვება. აღნიშნული მონაცემები ჩვენს მიერ ინახება სერვერზე განუსაზღვრელი ვადით. მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეატყობინოს კომპანიას მისი ამ სიიდან ამოღების მოთხოვნის შესახებ, რის შემდეგაც ასოციაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წაშლის მოთხოვნილ ინფორმაციას.
ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სხვა ვებ-გვერდების შესახებ. ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ვებ-გვერდებზე არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ამდენად, სხვა ვებ-გვერდის სტუმრობისას სასურველია, გაეცნოთ მასზე არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.