თქვენ იმყოფებით საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე.
ასოციაცია დაფუძნდა 2015 წელს და მას შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებას უწევს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ჩართულობის კუთხით ყველაზე მასობრივი სპორტული ჩემპიონატია საქართველოში. ასოციაციის მიზნებია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში, ფეხბურთის განვითარება, მისი მასობრიობა და ყველა მსურველი პირისათვის საფეხბურთო კუთხით სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შექმნა.
ჩვენი მთავარი პროექტია მოყვარულთა ლიგა, საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული და იგი აერთიანებს 400-ზე მეტ სამოყვარულო საფეხბურთო გუნდსა 15 000- მდე მოყვარულ ფეხბურთელს. 2018 წელს პროექტმა UEFA-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო და აღიარებული იქნა, როგორ წლის საუკეთესო მასობრივი საფეხბურთო პროექტის კონცეფცია ევროპის მასშტაბით.
store.gafa.ge შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინოთ სხვადასხვა ნივთები და აქსესუარები მოყვარულთა ლიგის ან თქვენი საყვარელი სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის ბრენდირებით. ამავდროულად, გუნდებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საინტერესო შეთავაზებებით და სპეციალური ფასდაკლებებით საფეხბურთო ფორმებისა და სხვადასხვა პროდუქციის შეძენის კუთხით. ვებ-გვერდზე იხილავთ როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების პროდუქციას. ექსკლუზიურად, მხოლოდ store.gafa.ge-ზე შეძლებთ იტალიური ბრენდების MACRON და GIVOVA ეკიპირების შერჩევას და ონლაინ შეძენას თქვენი გუნდებისთვის.
ამავდროულად, თქვენი საყვარელი გუნდების ბრენდირებული პროდუქციის შეძენით თქვენ ეხმარებით თავად ამ გუნდებს, ვინაიდან, პროდუქციის შესყიდვისას სპეციალური ველის (გუნდი (ქეშბექი)) მონიშვნის შემთხვევაში, გადახდილი თანხის გარკვეული პროცენტი ირიცხება ამავე გუნდის საბანკო ანგარიშზე. გვჯერა, რომ მსგავსი შესაძლებლობა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდებს საშუალებას მისცემს მიიღონ მნიშვნელოვანი შემოსავალი და თავად ამ გუნდის საკეთილდღეოდ დახარჯონ.
გისურვებთ წარმატებებს! დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ მოხმარების წესებს.